ირან-ისრაელის კონფლიქტი

თეირანში ისრაელის მიერ მოკლული სამხედროებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია იმართება

Majid Asgaripour/WANA 

თეირანში მიმდინარე თვეს ისრაელის მიერ მოკლული სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ბირთვული მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაკრძალვაზე სულ მცირე 16 მეცნიერსა და 10 მაღალი რანგის მეთაურს, მათ შორის, ირანის შეიარაღებული ძალების სარდალ, გენერალ-მაიორ მოჰამედ ბაღერს, ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურ, გენერალ ჰოსეინ სალამის და გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელ, გენერალ ამირ ალი ჰაჯიზადეს გლოვობენ.

დაკრძალვის ცერემონიას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან.

ისრაელის მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალურმა პირმა 27 ივნისს განაცხადა, რომ ომის განმავლობაში მათ 30-ზე მეტი მაღალი თანამდებობის უსაფრთხოების ოფიცერი და 11 ბირთვული მეცნიერი მოკლეს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 12-დღიანი ომის განმავლობაში ირანის მხარეს 610 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მიერ მოკლული მაღალჩინოსნების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ვინ მოკლა ისრაელმა ირანზე მიტანილი იერიშის ფარგლებში

კომენტარები