ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, თუ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მართლაც სურს ბირთვული შეთანხმება ირანთან, მან უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ უპატივცემულო ტონი უნდა შეცვალოს.
"მან გვერდით უნდა გადადოს უპატივცემულო და მიუღებელი ტონი". - წერს არაღჩი პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ტრამპმა ხამენეის მილიონობით გულწრფელი მიმდევრის გულისტკენა უნდა შეწყვიტოს.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ხამენეი "მახინჯი და სამარცხვინო" სიკვდილისგან გადაარჩინა.
"მისი ქვეყანა გაჩანაგდა, მისი სამი ბოროტი ბირთვული ობიექტი განადგურდა, და მე ზუსტად ვიცოდი, სად იმალებოდა ის, მაგრამ არ მივეცი ნება ის მოეკლათ". - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანის მეორეჯერ დაბომბვას, იმ შემთხვევაში თუ დაზვერვის ანგარიშები დაადასტურებენ ირანის შესაძლებლობას, ურანი სახიფათო დონემდე გაამდიდროს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას უეჭველად გააკეთებს.
"ყოველგვარი კითხვების გარეშე, აბსოლუტურად". - თქვა ტრამპმა.





