აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის მეორეჯერ დაბომბოს ირანი, თუ მას კვლავ შეეძლება ურანის შემაშფოთებელ დონემდე გამდიდრება.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანის მეორეჯერ დაბომბვას, იმ შემთხვევაში თუ დაზვერვის ანგარიშები დაადასტურებენ ირანის შესაძლებლობას, ურანი სახიფათო დონემდე გაამდიდროს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას უეჭველად გააკეთებს.
"ყოველგვარი კითხვების გარეშე, აბსოლუტურად". - თქვა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის განცხადებით, სანდო სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ს იერიშების შედეგად "მძიმედ დაზიანდა", ხოლო რამდენიმე საკვანძო ბირთვული ობიექტი "განადგურებულია".
წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმებით აშშ-მ "ვერაფერს მიაღწია".





