აშშ-საქართველოს ურთიერთობები

მასტი: ბოლო წლებში საქართველოში აშშ-ს მტრების მავნე გავლენების შესახებ კითხვები გაჩნდა

ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის სტატუსთან და აშშ-ს მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით. 2008-ში შეჭრის შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე აქვს ოკუპირებული.

სამხედრო კუთხით რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საქართველოში დიდი ხნის რუსულ გავლენებთდან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შემაშფოთებელია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. ბოლო წლებში ამან გამოიწვია აშშ-ს კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმის შერჩევა მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში. კონკურენცია კარგია, მაგრამ როცა საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რისკებს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

[...] ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ.

განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტის" მიღებამდე სიტყვით გამოსვლისას და კონგრესმენი ჯო უილსონის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს". აქტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს.

კომენტარები