ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 10 რაკეტა გაუშვა.
ცნობების მიხედვით, არავინ დაშავებულა. ისრაელის მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს მანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, ირანული რაკეტის ნამსხვრევების დაცემის შედეგად აალდა. ვიდეო ჩრდილოეთ ისრაელში, ქალაქ შფარამშია გადაღებული. სარაკეტო განგაში სწორედ ქვეყნის ჩრდილოეთში ისმოდა.
ამას გარდა, ისრაელის საჰაერო ძალების დრონებმა იერიში მიიტანეს ირანელ ჯარისკაცებზე, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების შეკეთებას ცდილობდნენ. ცნობის მიხედვით, მოკლულია ათეულობით ირანელი სამხედრო.





