ირან-ისრაელის კონფლიქტი

ტრამპი: ირანის ცაზე სრული კონტროლი გვაქვს, ვიცით, სად იმალება მათი ე.წ. უზენაესი ლიდერი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ირანის ცაზე სრული კონტროლი აქვს და მათ ასევე იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

"ჩვენ ახლა ირანის ცაზე სრული კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი საჰაერო თვალთვალის და სხვა თავდაცვითი ეკიპირება ჰქონდა, არაერთი, თუმცა, აშშ-ს წარმოებულს არ შეედრება. არავინ აწარმოებს უკეთესს, ვიდრე აშშ". - წერს ტრამპი Truth Social-ში.

ამასთან, ტრამპის თქმით, ცნობილია თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი, თუმცა, მისი მოკვლა ამ დროისთვის არ იგეგმება.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ირანის ე.წ. "უზენაესი ლიდერი", ის მარტივი სამიზნეა – არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის. მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობის ან ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ იყოს ნასროლი. ჩვენი მოთმინება იწურება". - წერს ტრამპი.

ამის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ირანს "უპირობო დანებებისკენ" მოუწოდა.

კომენტარები