ირან-ისრაელის კონფლიქტი

ტრამპის თქმით, მას ირანის მხრიდან ბირთვული შესაძლებლობების სრულად დათმობა სურს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, არამედ ირანის ბირთვული პრობლემის "რეალურად დასრულება", რაც, ტრამპმა განმარტა, გულისხმობს ირანის მხრიდან ბირთვული შესაძლებლობების სრულად დათმობას.

CBS-ის ჟურნალისტის მიხედვით, კითხვაზე, აპირებს თუ არა ტრამპი თეირანში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფის, ან ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი გაგზავნას, ტრამპმა უპასუხა, რომ "შესაძლოა". 

ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციაა, რომ ირან-ისრაელის სამხედრო კონფლიქტის მიუხედავად, ტრამპს კვლავ სურს ირანთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმების მიღწევა.

13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.  

პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.

ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

საცხოვრებელი სახლების ნაგნგრევებში სამაშველო ოპერაციები ამდომდე გრძელდება.

კომენტარები