ირან-ისრაელის კონფლიქტი

ჰეგსეთი ირანზე: რასაც უყურებთ არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა

რასაც რეალურ დროში უყურებთ არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ჩვენი საქმეა, ვიყოთ ძლიერები. ჩვენ თავდაცვითი პოზიციები გვაქვს რეგიონში, რათა ძლიერები ვიყოთ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მისწრაფებაში და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება.

ამერიკა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ ამერიკელებსა და ამერიკულ ინტერესებს დავიცავთ. ამიტომ, როცა ჩვენს ავიაგამანადგურებლებს, საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და უპილოტო საფრენი სისტემების საწინააღმდეგო სისტემებს ხედავთ, ეს იმისთვის არის, რომ ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის საქმეა, უზრუნველვყო, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ არის, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, რათა შეთანხმებისთვის პირობები განვსაზღვროთ და პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვევით თქვა, ეს [შეთანხმება] მაგიდაზე დევს, საკითხავი ისაა, დათანხმდება თუ არა ირანი მასზე.

თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა Fox News-თან ინტერვიუში.

კომენტარები