ირან-ისრაელის კონფლიქტი

მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას – კობახიძე

საქართველოს მთავრობა

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს "კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას" გამოიწვევს.

"მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას.

ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას". - წერს კობახიძე.

პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შებაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ირანმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შარიფის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.

14 ივნისს, იმ დღეს, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის "ისტორიული გარღვევა" და შეთანხმება იგეგმებოდა, რეგიონში სიტუაცია დაიძაბა. ისრაელმა ბეირუთში ირანის პროქსი ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყა. ისრაელი ამბობს, რომ ეს საპასუხო ცეცხლია, თუმცა ტრამპი ნეთანიაჰუს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს.

აშშ-ს პრეზიდენტი თქმით, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ისახავს მიზნად, ისრაელის ნაბიჯებმა შეიძლება წყალში ჩაყაროს:

„ჩვენ ისტორიული შეთანხმების ზღვარზე ვიყავით. ყველას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ხელიდან არ გაუშვან მშვიდობის დამყარების ეს უნიკალური შანსი“.

ტრამპის თქმით შეთანხმების ხელმოწერამ მხოლოდ რამდენიმე საათით გადაიწია.

კომენტარები