ისრაელმა ირანის საგანგებო სამხედრო სარდლობის, ხატამ-ალ ანბიას ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი, ალი შადმანი მოკლა, რომელიც თანამდებობაზე დაახლოებით 4 დღის წინ დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა.
IDF-ის თანახმად, შადმანი ირანის დე ფაქტო ყველაზე გავლენიანი სამხედრო პირი, "საომარი შტაბის უფროსი" იყო.
"ის ხელმძღვანელობდა როგორც რევოლუციურ გვარდიას, ისევე ირანის შეიარაღებულ ძალებს". - განაცხადა IDF-მა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შადმანის ხელმძღვანელობით ხატამ-ალ ანბიას ცენტრალური შტაბი "პასუხისმგებელი იყო საბრძოლო ოპერაციების მართვასა და ირანის იერიშის გეგმების დადასტურებაზე".
"სხვადასხვა როლების ფარგლებში მას პირდაპირი გავლენა ჰქონდა ირანის თავდასხმით გეგმებზე ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ". - განაცხადა IDF-მა.
შადმანმა თანამდებობაზე გენერალი გოლამ ალი რაშიდი ჩაანაცვლა, რომელიც ისრაელმა 13 ივნისს იერიშის შედეგად მოკლა.
ისრაელის მიერ მოკლული ირანელი მაღალჩინოსნების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - ვინ მოკლა ისრაელმა ირანზე მიტანილი იერიშის ფარგლებში





