Reuters-ის ინფორმაციით, ირანი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების გამართვაზე მანამ, სანამ ისრაელი მას თავს ესხმის. ამის შესახებ გამოცემასთან ანონიმურმა წყარონ ისაუბრა.
წყაროს მიხედვით, ირანმა საკუთარი პოზიციის შესახებ უკვე შეატყობინა კატარელ და ომანელ მედიატორებს.
"ირანელებმა კატარელ და ომანელ მედიატორებს უთხრეს, რომ ისინი სერიოზულ მოლაპარაკებებში მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ მონაწილეობას, რაც ირანი ირანი დაასრულებს ისრაელის იერიშებზე პასუხის გაცემას" – წერს Reuters.
13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.
საცხოვრებელი სახლების ნაგნგრევებში სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.





