უვიზო მიმოსვლა

პაპუაშვილი ტუსკის განცხადებაზე: შეეცდებიან ხალხი გააბრაზონ, რომ ხელისუფლება შეცვალონ

პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ისაუბრებენ, თითქოს, პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, მის ამ საქციელს და ქმედებებს. არავითარი გასაოცარი არ არის, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდეთ ღირებულებების თვალსაზრისით?

ევროპის გარკვეული პოლიტიკური ლიდერშიფის დაცლა ევროპული ღირებულებებისგან ამაშიც არის, როდესაც ასეთ საკითხს, იყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. რაიმე გაგება თუ არსებობს ევროპული ღირებულებისა არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. ადამიანებზე ზეწოლა იმისთვის, რომ თავისი [სასურველი] ხელისუფლება მოიყვანონ. მათ უნდა რაიმენაირად მოძებნონ ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც შეეცდებიან გააბრაზონ საზოგადოება და შეცვალონ ხელისუფლება.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, პოლონეთის პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე.

კომენტარები