უვიზო მიმოსვლა

პაპუაშვილი: შეურაცხყოფენ ხალხს, არჩევანს უყენებენ თავისუფლებასა და ვიზას შორის

ამ დონეზე ფიქრობენ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას.

მთავარი ხომ ეს არის, ამდენი ხანია, 30 წელია, მეტი, 35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ, რაც ეს რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსნის ორი სტროფიც წაიკითხეს, ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრა, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო.

პირველი ხომ არ იქნება ევროკავშირი, რომელმაც ეს გვითხრა. ჩვენ ვიზები სხვებმა ჩაგვიკეტეს სხვადასხვა პრიოდში ჩვენი დამოუკიდებლობისა, ეკონომიკური სანქციებიც დაგვიწესეს, ვიზაც გაგვიუქმეს და ა.შ. სწორედ ასე - თავისუფლება გინდა თუ ვიზა. აი, რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება უთხრა, არჩევანი დაუყენო თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ეს ხალხი აირჩევს ვიზას.

აი, კულტურულად საერთოდ რა წარმოდგენა აქვთ სხვა ხალხებზე, რომელი საუკუნის ევროპის წარმოამდგენლები არიან საერთოდ, რომ სხვა ქვეყნებზე ასე ფიქრობენ, რომ ჩავლენ იქ, გემიდან ჩამოვლენ, დახვდებათ იქ რაღაცა უცხო ტომი, რომელსაც ეტყვიან, რომ მოგცემ რაღაცა სასმელს და ამის იმაზე მთელ ოქროულობას წამოიღებენ, ასე რომ აცურებდნენ ხალხებს, ეს პერიოდი წავიდა უკვე დიდი ხანია ისტორიიდან.

ანუ კიდევ ერთხელ, ეს ყველაზე კარგად მეტყველებს, თუ რა ღირებულებით უფსკრულშია დღეს ბრიუსელი, როდესაც ის ფიქრობს, რომ სხვა ხალხს შეუძლია არჩევანი დაუყენოს თავისუფლებასა და ვიზას შორის და ამავე დროს, ამაშივე შეურაცხყოფას აყენებს იმ ხალხს, როცა ფიქრობს, რომ ის ხალხი აირჩევს ვიზას, უვიზოს და არა თავისუფლებას.

ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები