დარჩა შანტაჟის ერთადერთი ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, თუმცა, ეს ინსტრუმენტიც გაცვეთილია.
თვითონ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებდნენ გარე არაფორმალური ძალების დავალებით, მაგრამ ხვდებიან, რომ რევოლუციას ამით ვერ მოაწყობენ, ამით ვერ გამოიწვევენ იმ მასშტაბის ვნებათაღელვას, რამაც შეიძლება განაპირობოს ხელისუფლების შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას გააკეთებდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ რაღაც დოზით პრაგმატულობა და ამ ნაბიჯს არ დგამენ იმის გამო, რომ პოტენციურ ეფექტს ვერ ხედავენ, ამიტომ მე არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ ამით უკვე საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხსაც, ქართველ ხალხს ისედაც აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა არის უმდაბლეს ნიშნულზე.





