უვიზო მიმოსვლა

კობახიძე უვიზოზე: აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნება, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მე მგონია, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. 

თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით რაღაცა არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებითს, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ხელისუფლების ცვლილებაზე და ა.შ. ვერავითარ არსებით არეულობასაც ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში, ამის იმედი თუ ვინმეს აქვს.

კონტრპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ, დანარჩენი ვნახოთ. ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ.

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.

კომენტარები