MEGOBARI აქტი

ყაველაშვილი: კონგრესში დასმული შეკითხვები არის დეზინფორმაცია, აი, საბავშვო ბაღი, ძირითადად

ამ "მეგობარი აქტით" მიდის არსებულ ადმინისტრაციაზე ზეწოლა – ხომ დავინახეთ გუშინ, [უილსონის] კითხვის პათოსი სწორედ ამას ემსახურებოდა. საქართველოს საზოგადოების უმრავლესობამ ხომ იცის, რომ იქ არსებული კითხვები არის დეზინფორმაცია ძირითადად, არის, აი, საბავშვო ბაღი, პრინციპში ასე შემიძლია, როგორც პრეზიდენტს, რომ შევაფასო იმიტომ, რომ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არსებულ საკითხებს, რომლებიც საქართველოს საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ამის ფონზე ამხელა სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღოს ამ კითხვის საფუძველზე ან ამ "მეგობარი აქტის" საფუძველზე.

ჯანსაღი ურთიერთობა უნდა გაჩნდეს ჩვენს შორის, შეიძლება განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს რიგ საკითხებზე, ესეც ნორმალურია. აბა, რისთვის არის პოლიტიკა და დიპლომატია – იმისთვის არის, რომ ეს საკითხები, სადაც შესაჯერებელია, შეჯერდეს. მაგრამ ეს [არის] საბავშვო ბაღი, რომელიც ასეთი ფულგადახდილი ლობიზმით შეკოწიწებული, ჩვენი ენჯეოსექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ჩინეთის და ირანის თემით და რაღაც გაურკვეველი მიზეზებით [ხელმძღვანელობს]. 

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 21 მაისს სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოსმენაზე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ დასმული შეკითხვის შესახებ.

კომენტარები