MEGOBARI აქტი

The Hill: სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა MEGOBARI აქტის თავდაცვის აქტში შეტანა დაბლოკა

აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი
Anna Moneymaker/Getty Images

The Hill-ის ინფორმაციით, სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა, ჯონ თუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს MEGOBARI აქტის მხარდაჭერაზე უარი უთხრა. ამის შესახებ გამოცემასთან ორი სენატორის თანაშემწემ ანონიმურად ისაუბრა.

ჯონსონს სურდა, MEGOBARI აქტი მოხვედრილიყო თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნულ აქტში. NDAA ყოველწლიური კანონპროექტია, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამხედრო ხარჯების ოდენობას უდგენს.

წყაროების მიხედვით, კონგრესმენმა ჯონსონმა 21 ნოემბერს აქტიურად დაიწყო როგორც რესპუბლიკელ, ასევე დემოკრატ სენატორებთან საუბარი, რათა აქტი NDAA-ში ჩაწერილიყო, თუმცა, სენატორმა ტუნმა კვლავ უარი თქვა.

ტუნმა,სენატორის, მაკუეინ მალინის მოთხოვნით თავდაცვის კანონპროექტში "MEGOBARI აქტის" ჩართვაზე უარი სექტემბერშიც თქვა.

27 სექტემბერს, გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ სოციალურ ქსელში აწერა, რომ აშშ-ს სამი სენატორი, რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალენი, ლობისტურმა ჯგუფებმა შეიყვანეს შეცდომაში, რომ თითქოს "MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს".

"წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი "მთელ ერს ასანქცირებს". ეს არასწორია" - წერს Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში

კომენტარები