აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას ქართული ოცნების მთავრობა ანტიამერიკულად მოიხსენია.
კომიტეტზე მას ქართული ოცნებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაზე კითხვა MEGOBARI აქტის თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
"ჩვენ ამას განვიხილავთ და ვიკითხავთ - არის ჩვენს ინტერესებში ანტიამერიკული მთავრობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს მართავდეს? თუ არაა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა მსგავსმა მთავრობამ საზღაური გადაიხადოს". - თქვა რუბიომ.
მისი თქმით, ეს ზომები ამჟამად განიხილება და ადმინისტრაცია შესაბამის ვარიანტებს ეძებს.
"დღეს ვერ გეტყვით, ზუსტად რას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განიხილება". - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
"და კიდევ ერთხელ, ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა გადავხედოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ლოკალურ ოფისებს, არის ის, რომ მივიღოთ მითითებები, რა იქნება ზომები, რომლებზეც ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება". - თქვა მარკო რუბიომ.





