საგარეო ვაჭრობა

2025 წლის იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 15.3%-ით გაიზარდა – საქსტატის ექსპრეს მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია. –

საქსტატის თანახმად, ექსპორტი 2 014.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.2%-ით), ხოლო იმპორტი 5 741.3 მილიონი აშშ დოლარი (გაიზარდა 15.7%-ით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 726.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.

უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მაისს გამოქვეყნდება.

კომენტარები