ევროპა

პოლონეთმა ამერიკულ კონსორციუმთან ახალი ატომური სადგურის აშენებაზე შეთანხმება გააფორმა

პოლონურმა სახელმწიფო კომპანიამ ამერიკული კომპანიების, Westinghouse-ისა და  Bechtel-ის კონსორციუმთან $51 მილიარდის ღირებულების ატომური სადგურის აშენებაზე  შეთანხმება გააფორმა. 

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ენერგეტიკის სფეროში აშშ-სთან ჩვენმა ურთიერთობამ მომენტუმს მიაღწია. [...] ენერგეტიკის სფეროში პოლონურ-ამერიკული თანამშრომლობა იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ამ ერთ ინვესტიციაზე არ შევჩერდებით" – თქვა ტუსკმა შეთანხმებაზე ხელმოწერისას. 

გასულ თვეში, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც მტავრობა ბიუჯეტიდან 15.9 მილიარდ ევროს გამოყოფს ახალი ატომური სადგურის ასაშენებლად. 

აღნიშნული თანხა დაფარავს პროექტის სრული ხარჯის 30%-ს, ხოლო დანარჩენს პოლონეთის მთავრობა უცხოური სესხებით გადაიხდიან. თუმცა, პოლონეთს პროექტის დასაწყებად ჯერ ევროკავშირის თანხმობა სჭირდება. 

არსებული გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2028 წელს დაიწყება, ხოლო პირველი სამი რეაქტორი 2036 წელს ამოქმედდება. 

 

კომენტარები