უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საეთაშორისო სასამართლოდან გასვლას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ X-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო წერს.
"ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზირებული ინსტიტუტის წევრი, რომელმაც მიუკერძოებლობა და სანდოობა დაკარგა" – წერს სიიარტო.
უნგრეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის გადაწყვეტილება 3 აპრილს მიიღო.
ორბანის მთავრობამ ეს ნაბიჯი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ ICC-ის მიერ მის წინააღმდეგ გაცემულია დაკავების ორდერი, რომლიც ICC-ის წესდების, რომის სტატუტის ხელმწომერ ქვეყნებს ავალდებულებს ის დააკავონ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედიოდა უნგრეთიც.
ორბანმა ნოემბერში ნეთანიაჰუს დაკავების თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უარყო და ის ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და განაცხადა რომ მას შეეძლო უნგრეთში დაპატიმრების შიშის გარეშე ჩასულიყო.





