საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 618.6 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 1 401.2 მილიონი აშშ დოლარი [გაიზარდა 5.7%-ით], ხოლო იმპორტი 4 217.4 მილიონი [გაიზარდა 20.1%-ით].
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მარტში, 2 816.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მილიონი აშშ დოლარი).

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი
- ლითონისაგან;
- საფრენი აპარატების ნაწილები;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები;
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
- ტრიკოტაჟის ნაწარმი;
- ფეროშენადნობები;
- ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი;
- ალუმინის ნარჩენები და ჯართი;
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
- სპირტიანი სასმელები;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული;
- კარტოფილი, ახალი ან შეყინული;
2025 წლის იანვარ-მარტში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 67.2% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 13.5%, დანარჩენი ქვეყნების კი - 19.3%.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (654.4 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (512.9 მილიონი აშშ დოლარი).

აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
- სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული;
- ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან;
- თხილი და სხვა კაკალი;
- სამკურნალო საშუალებები დაუფასოებელი;
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
- შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები;
- ფილები მერქან-ბურბუშელის;
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები;
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე;
- მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება;
- ხორბალი და მესლინი;
2025 წლის იანვარ-მარტში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 22.8% იყო, დსთ-სი - 20.4%, დანარჩენი ქვეყნების კი - 56.8%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2025 წლის იანვარ-მარტში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (669.2 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (663.3 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (642.8 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7%-ია. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.9%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53 მილიონი აშშ დოლარით (3.8%).

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-მარტში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 622.2 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.1 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 11.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7.1%).
