აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აირჩიეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი 4 აპრილს წარადგინა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევს ბატონი სულხანი". - თქვა კობახიძემ.

თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციიდან 7 წლის შემდეგ, 2025 წლის 4 აპრილს გადადგა.

ცნობისთვის, აქამდე თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

2024 წლის 19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და ხარაზიშვილის მოადგილე მილერი ლაგაზაური დიდმა ბრიტანეთმა, მათ შორის, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო დაასანქცირა.

კომენტარები