აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

რიჟვაძემ ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის მინისტრად დანიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქართული ოცნების წევრი ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის მინისტრად დანიშნა.

"ცვლილება გვაქვს აჭარის მთავრობის სტრუქტურასა და შემადგენლობაში - მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას". - თქვა რიჟვაძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, პიანისტი ელისო ბოლქვაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატი იყო.

"ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივი, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს". - თქვა ბოლქვაძემ.

კომენტარები