რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადამზიდ გემს დაარტყა

Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და ხომალდებს დაარტყა, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ. 

"ჩვენ ასევე მივაღწიეთ ძალიან ძლიერ შედეგებს კასპიის ზღვაში შორი რადიუსის იერიშებით – მათ შორის ხომალდებზეც, რომლებსაც ირანის ჩართულობით სამხედრო ტვირთის გადაზიდვებისთვის იყენებდნენ." – დაწერა ზელენსკიმ X-ზე. 

მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასპიის კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო ხომალდზე უკრაინის თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა. 

თეირანმა ინციდენტს აგრესიის აქტი უწოდა და დაამატა, რომ ირანი ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას დაიცავს. ამასთან, ირანულმა რეჟიმმა უკრაინას რუსეთთან მიმდინარე ომის გაფართოებაში დასდო ბრალი. 

კომენტარები