მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი წარადგინა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევს ბატონი სულხანი". - თქვა კობახიძემ.
თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციიდან 7 წლის შემდეგ, 2025 წლის 4 აპრილს გადადგა.
ცნობისთვის, აქამდე თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
2024 წლის 19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და ხარაზიშვილის მოადგილე მილერი ლაგაზაური დიდმა ბრიტანეთმა, მათ შორის, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო დაასანქცირა.





