აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ფრაქცია ქართული ოცნების წევრების ნაწილი აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრების ნაწილი აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვს და მისთვის უნდობლობის გამოცხადებას გეგმავს. უნდობლობის გამოცხადებისთვის საბჭოს 21 წევრიდან 14-ის თანხმობა არის საჭირო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ნაწილის მოთხოვნას აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში თვითნებურ გადაწყვეტილებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. კოალიცია 14 სექტემბერს პოლიტსაბჭოს სხდომასაც გამართავს, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების ქმედება განიხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა. საპასუხოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეწევა ე.წ. მურმან დუმბაძის გუნდის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. 

კომენტარები