აჭარის მთავრობა

"ვრჩები ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად" – თორნიკე რიჟვაძე გადადგა

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

"მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ,"ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის.

[...] ვრჩები "ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!" - წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში

კომენტარები