საქართველოს მთავრობა

ვინ სად გადანიშნა ივანიშვილმა

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა. 

კობახიძის თქმით, ჩამოყალიბდება ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო, მინისტრის თანამდებობას კი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს.

ლილუაშვილი აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი იყო.

"ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში". - თქვა კობახიძემ.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ივანიშვილი ანრი ოხანაშვილს ნიშნავს.

ოხანაშვილი 2024 წლის 25 ნოემბრიდან იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კობახიძის ცნობით, იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია იქნება.

"განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში". - თქვა კობახიძემ.

კომენტარები