სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იმედი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.
მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ასევე უცნობია, სად გააგრძელებს რამიშვილი საქმიანობას.
"ქრონიკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა". - ნათქვამია იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროსა და საგამოძიებო სამსახურს საკითხთან დაკავშირებით, საჯარო განაცხადება ამ დროისთვის არ გაუვრცელებიათ.
სოსო რამიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2018 წლის 6 დეკემბერს დაინიშნა. იქამდე, 11 ოქტომბრიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე კომპანია შპს RMG Gold-ში.