ლიბანისა და სირიის თავდაცვის მინისტრებმა, მიშელ მენასამ და მურჰაფ აბუ ქასრამ ქვეყნებს შორის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ბოლო ორი დღის მანძილზე, ორი ქვეყნის საზღვარზე დაპირისპირებას 10 სამხედრო ემსხვერპლა.
ლიბანისა და სირიის თავდაცვის სამინისტროები ასევე შეთანხმდნენ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე, რათა სამომავლოდ თავიდან აირიდონ დაპირისპირება.
პარალელურად, ლიბანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ლიბანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საზღვართან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს ბრიუსელში.
16 მარტს, სირიის თავდაცვის სამინისტრომ ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა სირიის ტერიტორიაზე სირიის ახალი არმიის სამი წევრის გატაცებაში და მკვლელობაში დაადანაშაულა. ჰეზბოლა უარყოფს ბრალდებას. მოგვიანებით ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა Reuters-თან თქვეს, რომ სამმა სირიელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა ლიბანის საზღვარი, რის შემდეგაც ისინი ერთ-ერთი ტომის შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.