ომსკში ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის ლიდერს უკრაინის წინააღმდეგ ომის "გაყინვისკენ" მოუწოდა.
თოაყაევის თქმით, ის იღებს "მრავალ სიგნალს" აშშ-სგან და ევროპისგან რუსეთსა და უკრაინას შორის "კონფლიქტურ სიტუაციასთან" დაკავშირებით. მისივე თქმით, ამის შესახებ პუტინს "აცნობა".
"საქმე არ ეხება რაღაც სამოქალაქო ომს. მუდამ პატივისცემით ვეკიდებოდით უკრაინელ ხალხს, მათ კულტურასა და ენას და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის სულაც არაა გასაგები, მათ შორის ჩვენთვისაც. დავუშვათ, რომ ყოფილიყო კონფლიქტი, მათ შორის გაყინული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - აქ კონფლიქტის არსი, ამ კონფლიქტის წარმომავლობა ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადი იყო. ეს ისტორიის სიღრმიდან მომდინარეობდა. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან რთული გასაგებია." - თქვა თოყაევმა.
თოყაევის თქმით, პუტინმა "მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა" გამოიყენა ალასკაზე აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე. მისივე თქმით, შესაძლოა ღირდეს სტამბოლის მოლაპრაკაბების შეთანხმებებთან დაბრუნება.
"იქნებ უკვე ღირს ამ კონფლიქტის გაყინვა და სტამბოლის ფორმულა 2.0-ისთვის დაბრუნება, რადგან აქ მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგი." - თქვა თოყაევმა.
"სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან. ეს მოძმე ხალხის, რუსეთისა და უკრაინის გენოფონდია. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, რადგან, რაც ხდება, ხელს უწყობს და ახარებს რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს." - დაამატა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
პასუხად პუტინმა თქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში თოყაევს "უკრაინის მიმართულებაზე" ინფორმაციას დეტალურად გააცნობს.




