საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვის ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, თავდასხმა ერთზე ნიშნავს თავდასხმას ორივეზე.
საუდის არაბეთის პრიცნმა, მუჰამედ ბინ სალმანმა და პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შეფბაზ შაფირმა ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოაწერეს.
"შეთანხმების მიზანია, რომ განვავითაროთ თანამშრომლური უსაფრთხოების სისტემა ორ სახელმწიფოს შორის და გავაძლიეროთ ერთობლივი წინააღმდეგობა ნებისმიერი სახის აგრესიის საპასუხოდ" - ნათქვამია ორი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პაკისტანელი დიპლომატების შეფასებით, ირანის ატომური პროგრამის განვითარების ფონზე საუდის არაბეთი შესაძლოა ისლამაბადის ბირთვული იარაღის ქოლგის ნაწილიც გახდეს.
Financial Times-თან ანონიმურობის დაცვით საუბრისას საუდის არაბეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ პაკისტანის ბირთვული იარაღი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების ნაწილი იყო. მან განაცხადა, რომ "[სახელმწიფოები] გამოიყენებენ ყველანაირ თავდაცვით და სამხედრო საშუალებას, რომელიც კონკრეტული საფრთხის საფუძველზეხ ჩაითვლება კონკრეტული საფრთხის საფუძველზე".
Associated Press აღნიშნავს, რომ პაკისტანსა და საუდის არაბეთს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ თავდაცვის კუთხით, რაც გამოწვეულია ისლამაბადის მზადყოფნით, დაიცვას ისლამისთვის წმინდა ადგილები - მექა და მედინა. ურთიერთობის საფუძველზე პაკისტანის პირველი სამხედრო დანაყოფები საუდის არაბეთში პირველად 1960 წელს გაგზავნეს, იმდროინდელი მოსალოდნელი საფრთხის გამო ეგვიპტისგან იემენში ომის დაწყების საფუძველზე.
ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაახლოვდა ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, რადგან რეგიონში თეირანთან კონფრონტაციის რისკი გაიზარდა.
პარალელურად, 18 სექტემბერს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკისტან-საუდის არაბეთის შეთანხმება შეაფასა და თქვა, რომ შეისწავლის “ამ მოვლენის გავლენას ეროვნულ უსაფრთხოებაზე ისევე, როგორც რეგიონულ და გლობალურ სტაბილურობაზე.”





