ავღანეთი

თალიბანის საგარეო მინისტრის მოადგილე რეჟიმს გოგოებისთვის სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს

REUTERS/Ali Khara/File Photo

თალიბანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შერ მოჰამედ აბას სტანეკზაი მოქმედ ხელისუფლებას ავღანეთში გოგოებისთვის სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს

სტანეკზაის თქმით, ქალებისთვის განათლების შეზღუდვა შარიათის კანონთან შეუსაბამოა. 

"ისლამის საამიროს ლიდერებს მოვუწოდებთ, განათლების კარები გახსნან. [...] წინასწარმეტყველები მუჰამედის დროს, ცოდნის კარები როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის იყო ღია. [...] დღეს, 40 მილიონი მოსახლეობიდან 20 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ უსამართლობას ჩავდივართ". - თქვა სტანეკზაიმ.

სტაინეკზაი 2021 წელს ავღანეთიდან აშშ-ს ჯარის გასვლამდე დოჰაში თალიბანის პოლიტიკ სამსახურში მოლაპარაკებების გუნდს ხელმძღვანელობდა. 

მანამდე, გამოცემა Reuters-თან საუბრისას თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ ქალებისთვის განათლების შეზღუდვა თალიბანის უზენაესმა ლიდერმა, ჰაიბათულა ახუნძადამ გარკვეული შიდა უთანხმოების მიუხედავად მიიღო. 

თალიბანი ამბობს, რომ ქალების უფლებებს პატივს შარიათის კანონის მათი ინტერპრეტაციისა და ავღანური კულტურის შესაბამისად სცემს.

თალიბანმა ავღანეთში აკრძალვები სხვადასხვა მიმართულებით შემოიღო, მათ შორისაა გოგოების მიმართ სასწავლო პროცესში ჩართვის შეზღუდვა. Მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში თალიბანის რეჟიმი დამყარდა, 12 წელს ზემოთ გოგოებისთვის განათლებაზე წვდომა შეზღუდა. 2022 წლის დეკემბერში კი ქალებს უნივერსიტეტში სწავლაც აეკრძალათ

კომენტარები