მზია ამაღლობელის საქმე

IPI: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადება

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც ამ მონაცემებით, 225 ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და 90 ორგანიზაცია აწერს ხელს, მოთხოვნა კი ვეტერანი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.

"ხელმომწერი ჟურნალისტები, "ნიუსრუმები", პრესის თავისუფლების ადვოკატები, ადამიანის უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. [...]

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.

ჩვენ მზია ამაღლობელის, მისი კოლეგების და საქართველოს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტის გვერდით ვდგავართ". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჟურნალისტი 38 დღე შიმშილობდა. ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და ნეტგაზეთის რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ კლინიკა ვივამედთან მზია ამაღლობელის შიმშილობსასთან დაკავშირებით 18 თებერვარლს ბრიფინგი გამართეს, თურაძემ ამაღლობელის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, ჟურნალისტი წერდა, რომ ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

კომენტარები