მზია ამაღლობელის საქმე

აშშ-ს სენატში წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები

მზია ამაღლობელი

აშშ-ს სენატში წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები.

რეზოლუცია მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების წინააღმდეგ გაზრდილ საფრთხეებსა და თავისუფალი მედიის შეზღუდვის ხშირ შემთხვევებს განიხილავს.

პროექტში საქართველოს შემთხვევა - მზია ამაღლობელის დაკავება - ნახსენებია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, კუბა და ირანი.

რეზოლუციის პროექტი დაკავებული ჟურნალისტების შესაბამის ქვეყნებს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ასევე, პროექტი აშშ-ს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს მედიის თავისუფლებისთვის ძალისხმევის გაზრდისკენ და სხვა ქვეყნებში დაკავებული ჟურნალისტების საქმეებზე გამჭირვალე გამოძიებების ხელის შეწყობისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის პროექტს დემოკრატიული პარტიის 8 სენატორი უჭერს მხარს.

კომენტარები