ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური პოზიციას მარტში დატოვებს

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი, 28 ნოემბერი, 2023
David Cohen/Flash90

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰაველი თანამდებობას 6 მარტს დატოვებს. ამის შესახებ საუბარია მის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელშიც ამბობს, რომ, როგორც IDF-ის მეთაური, თავადაა პასუხისმგებელი, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის მოსახლეობა ვერ დაიცვეს.

"7 ოქტომბერს IDF-ის ჩავარდნის პასუხისმგებლობის აღიარების ნიშნად და მაშინ, როცა IDF-მა შეძლო არნახული მიღწევები და ისრაელის შეკავებისა და ძალის აღდგენა, მე ვითხოვ, რომ ჩემი უფლებამოსილება 2025 წლის 6 მარტს დასრულდეს. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ახლა, როცა IDF-ს გააჩნია უპირატესობა ყველა საბრძოლო მიმართულებით და როცა დანარჩენი მძევლების დაბრუნება შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს, დრო მოვიდა." - წერს ჰალევი. 

ჰალევის შემდეგ IDF-ის სამხრეთ სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იარონ ფინკელმანმა ასევე შეატყობინა საკუთარ ხელმძღვანელებს, რომ თანამდებობის დატოვებას თავადაც აპირებს. ფინკელმანმა ასევე აიღო პასუხისმგებლობა, რომ 7 ოქტომბერს მოსახლეობის დაცვა ვერ შეძლო.

 

კომენტარები