Interfax News-ის გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილის (mpox) პირველი შემთხვევა დადასტურდა.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ინფიცირებული აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქეა, რომელიც 2-11 იანვარს საზღვარგარეთ იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მას დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც ბაქოში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. კვლევების ჩატარების შედეგ კი მას მაიმუნის ყვავილი დაუდასტურდა.
Interfax-ის მიხედვით, ოჯახის წევრებს, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, არ გამოუმჟღავნებიათ სიმპტომები და ახლო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.





