ტაილანდში მაიმუნის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაილანდის დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტმა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, პაციენტი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა და ტაილანდში აფრიკიდან ჩავიდა. ტაილანდის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეა მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პაციენტი.
ჯანდაცვის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული შემთხვევა შედარებით რთულ 1b ვარიანტს განეკუთვნება. ამის დასადასტურებლად ლაბორატორიული კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
Mpox, ცნობილი როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ადამიანს ვირუსი ასევე გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.





