ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო - "საქართველოსთვის" ამაღლობელზე

პარტია საქართველოსთვის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის რეჟიმის მეირ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. 

პარტიის განცხადებით, რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო.

"ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის.

რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!

რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება.

გამარჯვება არის გარდაუვალი!

#თავისუფლებასინდისისპატიმრებს." - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. მას რეჟიმი ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება. საქმე სისხლის სამართლის მუხლითაა აღძრული. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები