ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ - კადრები, სადაც სავარაუდოდ დგებუაძე ამაღლობელს ემუქრება

მზია ამაღლობელის დაკავების კადრი
ბათუმელები

გამოცემა ბათუმელები/ნეტგაზეთი მათი დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავების კადრებს ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ამაღლობელის დაკავებაში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილეობდა.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის მუქარა, რომელსაც, სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მისამართით ამბობს: "სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს".  

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. მას რეჟიმი ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება. საქმე სისხლის სამართლის მუხლითაა აღძრული. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები