ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

CFWIJ: ვგმობთ ამაღლობელის დაკავებას - ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე

მზია ამაღლობელი
მთავარი არხი

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტს კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში ეხმაურება.

ორგანიზაცია გმობს ამაღლობელის დაკავების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს არის "პრესის თავისუფლებაზე უხეში თავდასხმა".

" ქალთა პრესის თავისუფლება გმობს მზია ამაღლობელის მიზანმიმართულ დაკავებას - ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე.

ნოემბრიდან დაწყებული პროტესტში ათასობით ქალი ჟურნალისტი გახდა პოლიციის მხრიდან შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი.

ამაღლობელი და მისი კოლეგები ადგილზე ახდენდნენ ხელისუფლების მიერ უსამართლო დაკავებების დოკუმენტირებას". - წერია განცხადებაში. 


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით.

დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები