პოლიციამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოცემა ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა.
ბათუმელების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა - "იფიცება საქართველო".
ბათუმელების ინფორმაციითვე, პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.
გამოცემის ცნობით, დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცა პოლიციამ დააკავა აქციის ერთ-ერთი მონაწილე თათია აბულაძე. ბათუმელების ცნობითვე, სამართალდამცავებმა დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – "გაიფიცე".
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია განახლებადია.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
