ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მდინარაძე: დანაშაულებრივია მოწოდება - ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას

რავიცი ახლა, თუ ჩაიდენ ასეთ დანაშაულს და აღმოჩნდები გისოსებს მიღმა, ამას ადამიანი რომ გეტყვის, მუქარა რანაირადაა, არ ვიცი. თუ მუქარაა, იყოს, თუ თქვენც ჩაიდენთ დანაშაულს, თქვენც აღმოჩნდებით, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად აღმოჩნდება მართლმსაჯულებაში, გამოძიება მიხედავს მას და ბრალდებული აღმოჩნდება როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე, ჩვეულებრივი ამბავია.

მათ შორის, ზედმეტი არც ის იქნება ვთქვათ, რომ ასევე კარგადაა დასაფიქრებელი, შესამოწმებელი, არ მინდა, მითითებასავით გამომივიდეს, მაგრამ "ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს", აქ როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უნდა განიხილონ საგამოძიებო ორგანოებმა, ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები.

მოწოდება პირდაპირ, რომ არ დაემორჩილოთ, არის დანაშაულებრივი მოწოდება.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის 22 დეკემბრის განცხადებაზე. ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება და "ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ".

ამასთან, დღეს, 23 დეკემბერს ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქართულ ჯარს მიმართა. მან დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. მისი თქმით, ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, "არალეგიტიმური იქნება და ე.წ. ახალ პრეზიდენტს ჯარი არ უნდა დაემორჩილოს, მათ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი უნდა განაცხადონ".

კომენტარები