ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: 29-ის მერე ვნახოთ, სად გააგრძელებს ზურაბიშვილი ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გარეთ

1 კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ამ 1 კვირის განმავლობაში ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს იმას, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება. 

Deep State საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. შესაბამისად, ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვერ იქნება წარმოდგენილი. 

29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ.

მე მგონია, მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. 

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. 

კომენტარები