მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ჯარმა ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას

მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, არალეგიტიმური იქნება და ე.წ. ახალ პრეზიდენტს ჯარი არ უნდა დაემორჩილოს, მათ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი უნდა განაცხადონ.

ქართულმა ჯარმა არალეგიტიმურ პროცესს მხარი არ უნდა დაუჭიროს. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

წერს Facebook-ზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. 

29 დეკემბერს ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

კომენტარები