ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი იმედოვნებს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი ბულგარეთში მისი კოლეგის, ოთარ ბერძენიშვილს მაგალითს მიჰყვება, რომელმაც "ქართული ოცნების" მხრიდან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე თანამდებობა დატოვა.
"ვიმედოვნებ, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი ბატონი ბერძენიშვილს მაგალითს მიყვება". - წერს მიჰკელსონი.
ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
მანამდე, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. ოთარ ბერძენიშვილმა ამის შესახებ X-ზე დაწერა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
- კორეაში საქართველოს ელჩი: ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი NATO
- "ერთგული ვრჩებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი" – საგარეოს 93 თანამშრომელი
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.