დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და აგრეთვე, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს მქონდა შესაძლებლობა, ჩვენს გუნდთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაში.
მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ იმ დაწყებულ რეფორმებს და აგრეთვე, დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად.
მინისტრის ამპლუაში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულო და, რა თქმა უნდა, წარმატებები მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.