პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილის წერს, რომ ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად.
"ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ." - წერს მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილმა 4 ნოემბერს დაწერა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.
5 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურაში არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.