კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის პროკურატურაში არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.
ჯაფარიძის თქმით, ის მზად არის, რომ პროკურატურაში მივიდეს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარადგინოს.
"როგორც ჩანს, ახალი ციკლი დაიწყეს პოლიტიკოსებს იბარებენ ახლა გამოკითხვაზე.
მომწერეს და მირეკავდნენ, რომ გამოკითხვაზე მიბარებდნენ პროკურატურაში და ვუთხარი, რომ მზად ვარ სასამართლოში მაგისტრ მოსამართესთან მივიდე, მათ შორის მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და რაც უნდათ, ის გამომკითხონ.
თუ უნდათ, საჯაროდაც ვთავაზობ, რომ საჯაროდ გავაკეთოთ ეგ პროცესი, არ მინდა არანაირი მოსამართლე - დამიჯდეს ნებისმიერი პროკურორი, დავუჯდები მტკიცებულებებით და ხალხმა ნახოს, მოისმინოს როგორ გამომკითხავენ, არც მაგის პრობლემა არ მაქვს". - თქვა ჯაფარიძემ.